წესები და პირობები

Coffeeco.ge-ს წესები და პირობები

საკონტაქტო ინფორმაცია

დასახელება: შპს კოფიკო.ჯი (შემდგომში ჩვენ, ჩვენი, კომპანია)

საიდენტიფიკაციო კოდი: 400362512

მისამართი: ქ. თბილისი, გლდანის 8-ე მრ.

კომპანიის საერთო ელ-ფოსტა: info@coffeeco.ge.

ტელეფონის ნომერი:

პლატფორმის გამოყენების წესები და პირობები

წინამდებარე დოკუმენტი ადგენს პლატფორმის გამოყენების წესებსა და პირობებს და  პლატფორმის მომხმარებლის უფლებებს. ამასთანავე, მომხმარებლის მიერ შეკვეთის განთავსების შემთხვევაში, იგი წარმოადგენს ხელშეკრულებას მომხმარებელსა და კომპანიას შორის.

შპს „კოფიკო.ჯი“ ფლობს და მართავს შემდეგ პლატფორმას: Coffeeco.ge

ჩვენი პლატფორმები არის „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული  გამყიდველს (მოვაჭრეს), რის შესახებაც მითითებული იქნება კონკრეტული გასაყიდი საქონლის/განცხადების აღწერილობაში.

მომხმარებლის, კომპანიისა და მოვაჭრის ურთიერთობა

პლატფორმაზე რეგისტრაციით, თქვენ ეთანხმებით ამ წესებს და პირობებს, თქვენი და ნებისმიერი მესამე პირის სახელით, ვინც იყენებს თქვენი ანგარიშის/პროფილის ქვეშ შპს კოფიკო.ჯი-ს ნებისმიერ სერვისს/პლატფორმას.

 კომპანია პასუხისმგებელია პლატფორმის გაუმართაობით გამოწვეულ ზიანზე, რამაც გამოიწვია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მომხმარებლის უფლებ(ებ)ის დარღვევა.

მომხმარებლის განცხადებები და გარანტიები

წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ადასტურებთ და ეთანხმებით, რომ:

თქვენ ხართ: ფიზიკური სრულ ქმედუნარიანი პირი (მინიმუმ 18 წლის) ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლებაუნარიანი იურიდიული პირი, რომელიც არ იმყოფება რაიმე სახის ზემოქმედების ქვეშ; არ ხართ ევროკავშირის მოქალაქე ან ევროკავშირის წევრი ქვეყნის რეზიდენტი პირი ან ევროკავშირში დაფუძნებული იურიდიული პირი და პლატფორმების სერვისების გამოყენების დროს არ იმყოფებით ევროკავშირის ტერიტორიაზე; და არ ხართ პირი, ვისთანაც ტრანზაქციები აკრძალულია ეკონომიკური ან სავაჭრო სანქციებით და თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე.

თქვენ მიერ წარმოდგენილი ყველა ინფორმაცია/მასალა არის და იქნება ზუსტი და არ არის/არ იქნება ყალბი, არაზუსტი, შეცდომაში შემყვანი ან/და ცილისმწამებლური. ასევე, არ განახორციელებთ სხვა ნებისმიერ ქმედებას, რომელიც აკრძალულია/შეზღუდულია მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებით და პირობებით და კონფიდენციალობის პოლიტიკით ან/და არის უკანონო, დამაბნეველი, დისკრიმინაციული ან თაღლითური ან/და არღვევს ან ლახავს სხვების უფლებებს.

 გამყიდველის (მოვაჭრის) ვალდებულება

 გამყიდველი (მოვაჭრე) ვალდებულია მომხმარებელს გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი საქონელი.

საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის საქონლად მიიჩნევა, თუ იგი შეესაბამება გამყიდველის (მოვაჭრის) მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებულ აღწერას და მას აქვს იგივე თვისებები, რომლებიც გამყიდველის (მოვაჭრის) მიერ მომხმარებლისთვის წარდგენილ საქონლის ნიმუშს ჰქონდა.

 გამყიდველის (მოვაჭრის) მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებული აღწერის არარსებობის შემთხვევაში საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის საქონლად მიიჩნევა, თუ იგი გამოსადეგია იმ მიზნისთვის, რომლის თაობაზედაც მომხმარებელმა გამყიდველს (მოვაჭრეს) ხელშეკრულების დადების დროს აცნობა და რომელსაც ის დაეთანხმა.

კანონისმიერი გარანტია

 თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, გამყიდველს (მოვაჭრეს) მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.

 საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, გამყიდველს (მოვაჭრეს) მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.

 საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში (მაქსიმუმ 30 კალენდარული დღე), ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა.

 საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს გამყიდველის (მოვაჭრის) მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:

ა) საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;

ბ) გამყიდველმა (მოვაჭრემ) საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;

გ) გამყიდველის (მოვაჭრის) მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.

მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.

 იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად არათანაზომიერია ან შეუსაბამოდ დიდია ხარჯი, გათვალისწინებული იქნება შემდეგი პირობები:

ა) საქონლის ან მომსახურების ფასი მისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში;

ბ) საქონლის ან მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობის ხარისხი;

გ) საქონლის ნაკლის მომხმარებლისთვის შეფერხების შექმნის გარეშე აღმოფხვრის ალტერნატიული შესაძლებლობა.

თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ, საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი გამყიდველს (მოვაჭრეს) ეკისრება. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.

მომსახურების დაკავშირებული გარანტიები

 ჩვენ მომსახურებას გაგიწევთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მომსახურებაში იგულისხმება ნებისმიერი მომსახურება, რომელსაც ჩვენ გიწევთ, მათ შორის საკურიერო მომსახურება და საშუამავლო მომსახურება (შემთხვევები, როცა ჩვენ არ ვართ მოვაჭრე და ვართ შუამავლი მოვაჭრესა და თქვენს შორის).

 თუ ჩვენი მხრიდან ნაკლიანი მომსახურება გაგიწიეთ ან გადავაცილეთ დაპირებულ ვადას, თქვენ უნდა განგვისაზღვროთ ნაკლის აღმოფხვრის გონივრული დამატებითი ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, მომსახურების ბუნებიდან გამომდინარე შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს, როგორც ეს გათვალისწინებულია კანონმდებლობით.

 დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში თქვენ უფლება გაქვთ:

 მოვაჭრიმ თავისი ხარჯით მომსახურების გაწევა ან ნაკლის აღმოფხვრა სხვა პირს შესთავაზოს.

მოითხოვოთ მომსახურების ფასის ადეკვატური შემცირება.

უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

დამატებითი ვადის განსაზღვრა სავალდებულო არ არის, თუ აშკარაა, რომ ამას არავითარი შედეგი არ ექნება, ან ხელშეკრულების შესრულებას მომსახურების დროულად მიღებას უკავშირებთ.

 თუ მოვაჭრემ დროულად არ დაიწყო მომსახურების გაწევა ან მომსახურების პროცესი უსაფუძვლოდ ჭიანურდება, რაც მომსახურების დათქმულ ვადაში გაწევას შეუძლებელს ხდის, მოვაჭრეს არ აქვს უფლება, მოითხოვოს მომსახურების პროცესში გაწეული ხარჯების ანაზღაურება, აგრეთვე გაწეული მომსახურების საზღაური, თუ მომხმარებელმა ხელშეკრულების ნაწილობრივი შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა.

 შეკვეთა

 შეძენილი საქონლის მიმღები/ჩამბარებელი შეიძლება იყოს თავად შემძენი (მომხმარებელი) პირადად ან მომხმარებლის მიერ მითითებული ნებისმიერი სხვა პირი.

 თუ შეკვეთას არ იბარებთ პირადად და გსურთ, რომ თქვენს ნაცვლად იგი ჩაიბაროს სხვა პირმა, ასეთ შემთხვევაში, თქვენ უნდა მოგვაწოდოთ (კურიერს/ქოლ-ცენტრს) ჩამბარებლის პირადი მონაცემები, კერძოდ, სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მისამართი, რათა შევძლოთ ჩამბარებლის სწორად იდენტიფიცირება და საქონლის ჩაბარება.

მომხმარებლის/მომსახურების მიმღების მიერ შეკვეთის ელექტრონული ფორმით განთავსებისას, მოვაჭრე შეკვეთის მიღებას ადასტურებს ელექტრონული საშუალებით. თუმცა, შეკვეთის დამუშავების დროს (არაუმეტეს 2 დღე) შესაძლოა აღმოჩნდეს რომ გამყიდველს/მოვაჭრეს არ აქვს თქვენ მიერ შეკვეთილი საქონელი მარაგში. ჩვენ ვიტოვებთ უფლებამოსილებას მივიღოთ გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული მიზეზით თქვენი შეკვეთის გაუქმებაზე და რომლის თაობაზეც დაუყოვნებლივ გაცნობებთ.

 პლატფორმაზე გამოცხადებული ფასდაკლებებისა და სპეციალური შეთავაზებების დროს, კონკრეტული საქონლის ხელმისაწვდომობისა და მარაგში არსებობის შესახებ ინფორმაცია მოცემულია პლატფორმაზე. გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, ჩვენ ვცდილობთ მარაგების რეალურ დროში განახლებას, თუმცა შესაძლოა დაფიქსირდეს შემთხვევა, როდესაც მოთხოვნა აღემატება საქონლის მარაგში დარჩენილ რაოდენობას. თუკი თქვენ მიერ შეკვეთის განთავსებისას აღმოჩნდა, რომ კონკრეტული ფასდაკლებული ნივთის მარაგი ამოიწურა, აღნიშნულის შესახებ შეგატყობინებთ შეკვეთის განთავსებიდან 3 საათის განმავლობაში.

 შეკვეთის გაუქმება შეგიძლიათ შემდეგ შემთხვევებში:

შეკვეთის დაფიქსირებიდან 2 საათის განმავლობაში, თუ შეკვეთის მიტანის/ჩაბარების ვადად განსაზღვრულია შეკვეთის (იმავე) დღე.

შეკვეთის დაფიქსირებიდან მომდევნო დღის 12:00 სთ-მდე, თუ შეკვეთის მიტანის/ჩაბარების ვადად განსაზღვრულია 1 ან მეტი სამუშაო დღე.

 ჩვენ ვსარგებლობთ საკურიერო მომსახურებით, იმისთვის რათა დროულად მოგაწოდოთ შეკვეთა. ქვემოთ მითითებული წესები მოქმედებს მხოლოდ ჩვენს სატრანსპორტო მომსახურებაზე.

 ტრანსპორტირების დროს ნივთის დაზიანებაზე პასუხისმგებლობა გვეკისრება ჩვენ.

 შიდა პოლიტიკიდან გამომდინარე, თქვენ არ გაქვთ შესაძლებლობა თავად წაიღოთ შეკვეთა, თუმცა გამონაკლის შემთხვევებში, შეკვეთის გაფორმებამდე მითითებული იქნება მოვაჭრისგან წაღების ან მოვაჭრესთან შეხვედრით შეკვეთის მიღების შესაძლებლობა.

თბილისში შეკვეთის ჩაბარება ხორციელდება 1-დან 5 სამუშაო დღის ვადაში. რეგიონებში კი – 2-დან 10 სამუშაო დღის ვადაში, შეკვეთის მიღების სავარაუდო თარიღი შეგიძლიათ იხილოთ შეკვეთის გვერდზე, შეკვეთის განთავსებამდე.

იშვიათ შემთხვევაში, შეიძლება დაგვჭირდეს იმაზე მეტი დრო (მაგრამ არაუმეტეს 15 სამუშაო დღისა) შეკვეთის ჩასაბარებლად, ვიდრე ეს განსაზღვრულია წინამდებარე წესებით და პირობებით ან შეკვეთის გაფორმების დროს პლატფორმაზე არსებული ინფორმაციით. აღნიშნულის თაობაზე შეკვეთის დამუშავების დასრულებისას შეგატყობინებთ ჩვენი ქოლ-ცენტრის თანამშრომლები.

 შეკვეთის ჩაბარების ზუსტ თარიღს გაცნობებთ შეკვეთის ჩაბარებამდე მინიმუმ 1 დღით ადრე.

 შეკვეთის ჩაბარების დღეს, მას შემდეგ რაც კურიერი წინასწარ დაგიკავშირდებათ მინიმუმ 1 საათით ადრე, შეგითანხმდებათ ნივთის მიწოდების დროისა და ადგილის შესახებ, მოვა თქვენს მისამართზე და შეგხვდებათ ნივთის გადმოსაცემად.

 გთხოვთ, შეამოწმოთ ნივთი მისი ჩაბარების დროს და იმ შემთხვევაში თუ საქონელს აქვს ვიზუალური ნაკლი, არ ჩაიბაროთ იგი და დაუყონებლივ  დაგვიკავშირდით ჩვენს საკომუნიკაციო არხებზე.

 თქვენ მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებთ კოდს (მოკლე ტექსტური შეტყობინება ასევე შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თქვენ ახდენთ მიღებული პროდუქციის ვიზუალურ დათვალიერებას), რომელიც უნდა უკარნახოთ კურიერს. ამით თქვენ   ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მიღებულ პროდუქციას არ აქვს ვიზუალური ნაკლი.

ანაზღაურება

 შეკვეთის/სერვისის ღირებულება შეგიძლიათ გადაიხადოთ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი პლასტიკური.

  ტრანსპორტირება

თქვენ მიერ საქონლის შეძენის შემდეგ შეკვეთის ტრანსპორტირებასა და თქვენთვის მოწოდებას მოვახდენთ ჩვენ, ჩვენი თანამშრომლების ან პარტნიორი საკურიერო კომპანიების დახმარებით.

საკურიერო მომსახურების საფასური დგინდება ინდივიდუალურად, მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაფორმებამდე, რომელსაც ანაზღაურებს მომხმარებელი.

 კომპანიის მიერ შეკვეთის გაუქმება

 კომპანია უფლებამოსილია, ცალმხრივად, მომხმარებლის მიერ წინამდებარე წესების და პირობების დარღვევის, ტექნიკური შეფერხების არსებობისას, მოვაჭრის მოთხოვნით – საქონლის მარაგში არ არსებობისას, მომხმარებლის მოთხოვნით, მომხმარებლის მიერ შეკვეთის არ ჩაბარების და წინამდებარე წესებით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში მოახდინოს მომხმარებლის მიერ განხორციელებული ტრანზაქციის/ოპერაციის/შეკვეთის ცალმხრივად გაუქმება, რომლის თაობაზეც დაუყონებლივ აცნობებს მომხმარებელს. 

 მომხმარებლის მიერ განხორციელებული/დაფიქსირებული ტრანზაქციის/შეკვეთის კომპანიის მხრიდან ამ თავში განსაზღვრული საფუძვლით გაუქმების შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია მომხმარებელს, იმავე საბანკო ანგარიშზე და იმავე ოდენობით დაუბრუნოს (თუ მხარეები სხვა მეთოდზე არ შეთანხმდებიან), მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა.

 უპირობოდ დაბრუნების პოლიტიკა

 თქვენ უფლება გაქვთ ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე უარი თქვათ დისტანციურ ან სარეწს გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე და უკან დააბრუნოთ შეძენილი საქონელი მათი ჩაბარებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, თქვენ კარგავთ უპირობოდ დაბრუნების უფლებას.

 საქონელის/პროდუქტის დაბრუნების ინიცირებისთვის აუცილებელია შეავსოთ დაბრუნების ფორმა, რომელიც განთავსებულია შეკვეთის ისტორიის გვერდზე.  ინიცირებისთვის დააჭირეთ დაბრუნების ღილაკს და მიყევით ინსტრუქციას.

  დაბრუნების ინიცირების შემდეგ ჩვენ დაგიკავშირდებით ნივთის ტრანსპორტირების თაობაზე. საქონლის კომპანიის ლოჯისტიკურ ცენტრში ტრანსპორტირებას უსასყიდლოდ მოვახდენთ ჩვენ, ჩვენი საკურიერო სერვისის საშუალებით თბილისში 1-3 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო რეგიონებში 5 სამუშაო დღის ვადაში.

 თუ თქვენ თავად გსურთ დააბრუნოთ საქონელი, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნის (დაბრუნების ფორმის) შემდეგ საქონლის კომპანიის ლოჯისტიკურ ცენტრში დაბრუნება უნდა მოხდეს არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში; ამ შემთხვევაში, ჩვენს ლოჯისტიკურ ცენტრში, საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული (უშუალო) ხარჯი გეკისრებათ თქვენ. დაბრუნება შესაძლებელია ჩვენს ლოჯისტიკურ ცენტრში სამუშაო დღეებში (ორშაბათი-პარასკევი) და 10:00-18:00 საათებში შემდეგ მისამართზე: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი.

 საქონლის დაბრუნებისას ან სერვის-ცენტრში მიტანის დროს აუცილებელია საქონელს თან ახლდეს თქვენთვის საქონლის ჩაბარების დროს კურიერის/მოვაჭრის მიერ გადმოცემული/თანდართული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი.

 გამყიდველი (მოვაჭრე) ვალდებულია ნივთის უკან დაბრუნების შეტყობინების მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, უკან დაუბრუნოს მომხმარებელს მის მიერ გადახდილი თანხა. მოვაჭრეს უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება.

თანხის ანაზღაურება მოხდება გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს.

 მომხმარებლის მიერ დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმა ავტომატურად იწვევს დაკავშირებული ხელშეკრულებიდან მის გასვლას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.

დაბრუნების უფლების/ინიცირების შეზღუდვა

 მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე და დააბრუნოს საქონელი/პროდუქტი:

 ა) მოვაჭრემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება სრულად გასწია, მან მომსახურების გაწევა მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო და მომხმარებელმა იცოდა, რომ მომსახურების სრულად მიღების შემთხვევაში დაკარგავდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას;

ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ მიწოდებული საქონლის ან მომსახურების ფასი დამოკიდებულია ფინანსურ ბაზარზე არსებულ ცვლილებაზე, რომელსაც მოვაჭრე ვერ აკონტროლებს და რომელიც ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების განხორციელებისთვის ამ კანონით დადგენილ ვადაში წარმოიშვა;

გ) საქონელი ან მომსახურება მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული/შესრულებული;

დ) მიწოდებული საქონელი მალფუჭებადია ან მას მოკლე ვარგისობის ვადა აქვს;

ე)მომხმარებელს მიეწოდა ჰერმეტულად დაცული საქონელი, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და, ამდენად, საქონლის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო;

ვ) მიწოდებული საქონელი მიწოდების დროს, მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა საქონელს;

ზ) მომხმარებელს ციფრული შინაარსი მიეწოდა არამყარი მატარებლით და ხელშეკრულების შესრულება მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო.

თ) 30 ლარამდე ღირებულების საქონელი

ი) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

აქციები/ფასდაკლებები

 ჩვენ პერიოდულად შესაძლოა შემოგთავაზოთ აქცია/ფასდაკლებები (მარკეტინგული აქტივობები).

 აქციით/ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს.

 მარკეტინგული აქტივობების/აქციის პირობები განისაზღვრება ინდივიდუალურად.

 მომხმარებელი აქციაში ჩართვამდე დეტალურად უნდა გაეცნოს მის პირობას პლატფორმის საშუალებით, ამასთანავე მომხმარებელმა მარკეტინგულ აქტივობაში ჩართვის შემთხვევაში უნდა დაიცვას ამ აქტივობის/აქციის პირობები.

 აქციაში ჩართვა ავტომატურად ნიშნავს, რომ მომხმარებელი ეთანხმება მას.

 რეგისტრაცია და ანგარიშის (პროფილის) მართვა

 პლატფორმების მომსახურებით სრულყოფილად სარგებლობისთვის აუცილებელია ანგარიშის (პროფილი) შექმნა. ანგარიშის გასახსნელად უნდა მიჰყვეთ პლატფორმაზე განთავსებულ ინსტრუქციას: მიუთითოთ მოთხოვნილი ინფორმაცია და საჭიროებისამებრ, გაიაროთ ვერიფიკაცია.

 ანგარიშის (პროფილის) შექმნის დროს და პროფილში მითითებული მონაცემების სიზუსტეზე სრული პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი თქვენი მხრიდან არასწორი ინფორმაციის მოწოდებით გამოწვეულ ზიანზე. კომპანია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს თქვენგან ინფორმაციის სისწორის დადასტურება ან დოკუმენტების ან სხვაგვარი მტკიცებულების წარმოდგენა.

 პლატფორმაზე რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის შემდეგ, ვებგვერდის ან/და აპლიკაციის გამოყენებას შეძლებთ ავტორიზაციის გავლის შემდეგ. ავტორიზაცია ხორციელდება თქვენს მიერ დაფიქსირებული ელ-ფოსტის, ტელეფონის ნომრით და პაროლის საშუალებით.

 პლატფორმაზე ავტორიზაციისას თქვენ უფლებამოსილი ხართ საკუთარ მონაცემებს დაუკავშიროთ, მათ შორის, სოციალური ქსელ(ებ)ის (Facebook, Google) გვერდ(ებ)ი და აპლიკაციაში შესასვლელად გამოიყენოთ საკუთარი სოციალური ქსელის ანგარიში (ასეთი ტექნიკური შესაძლებლობების არსებობის შემთხვევაში).

 აკრძალულია მომხმარებლის სახელში ნებისმიერი სახის შეურაცხმყოფელი ფრაზის მითითება.

 უსაფრთხოდ შეინახეთ თქვენი პირადი ანგარიშის (პროფილის) წვდომის კოდები/მონაცემები და არასდროს გაუმჟღავნოთ ისინი მესამე პირებს. ამასთან, უსაფრთხოებიდან გამომდინარე გირჩევთ შეარჩიოთ რთული პაროლი, რომელიც შედგება ციფრების, სხვადასხვა სიმბოლოებისა და ასოებისაგან და პერიოდულად მოახდინეთ მისი განახლება.

 თქვენ პასუხისმგებლობას იღებთ თქვენი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისი სახელითა და მითითებით ახორციელებს წვდომას თქვენს ანგარიშზე, იგულისხმება, რომ მას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება, იმოქმედოს თქვენი სახელით. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მესამე პირის მიერ თქვენს ანგარიშზე უნებართვო ან თქვენი ნებართვით განხორციელებულ წვდომისას დამდგარ ზიანზე.

 ანგარიშის (პროფილის) დახურვა

 თქვენ (მომხმარებელი) უფლებამოსილი ხართ ნებისმიერ დროს კომპანიის პლატფორმაზე მომხმარებლის რეგისტრირებული ელ-ფოსტიდან ვებგვერდის ელექტრონულ ფოსტის მისამართზე წერილობითი მიმართვით მოითხოვოთ თქვენი ანგარიშის (პროფილის) დახურვა.

 ანგარიშის (პროფილის) დახურვის მოთხოვნამდე დარწმუნდით, რომ ყველა თქვენი ვალდებულება შესრულებულია და არ გიფიქსირდებათ მიმდინარე დავალიანება ან ვალდებულება გამყიდველის/მოვაჭრის/კომპანიის მიმართ.

 თქვენი მომართვის დაფიქსირებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში ჩვენ მოვახდენთ თქვენი მოთხოვნის შესრულებას – თქვენი ანგარიშის (პროფილის) დახურვას.

 დახურულ ანგარიშზე არსებული პერსონალური მონაცემების რეგულირება

 თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლის უფლება განისაზღვრება პერსონალურ მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს მოქმედი კანონით.

 კომპანია ახდენს თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლას ისეთი მეთოდებით როგორიცაა დაშიფვრა და ფსევდონიმიზაცია. თქვენი მხრივ, თქვენ უნდა გაასუფთაოთ ქეში, ქუქი ფაილები და ისტორია თითოეული ბრაუზერისგან, რომელიც გამოიყენეთ პლატფორმებზე შესასვლელად.

 ანგარიშის (პროფილის) დახურვის შესახებ თქვენ კომპანიისგან მიიღებთ შესაბამის შეტყობინებას.

 ანგარიშის (პროფილის) დახურვისა და პერსონალური მონაცემების წაშლის საგამონაკლისო შემთხვევები

 ჩვენ არ შეგვიძლია დავხუროთ ან წავშალოთ თქვენი ანგარიში/მონაცემები თუ:

 თქვენ გიფიქსირდებათ მიმდინარე ვალდებულება/დავალიანება კომპანიის/გამყიდველის/მომსახურების მიმწოდებლის მიმართ;

 ანგარიშთან დაკავშირებული მონაცემები საჭიროა თაღლითური ან უკანონო ქმედებების გამოვლენის/თავიდან აცილების/შემსუბუქების ან გამოძიების მიზნით;

ანგარიშთან დაკავშირებული მონაცემები საჭიროა ჩვენთვის რელევანტური კანონებისა და რეგულაციების შესასრულებლად;

ანგარიშთან დაკავშირებული მონაცემები საჭიროა საჩივრებზე რეაგირების მოსახდენად და მათი მოგვარების გზების მოსაძიებლად;

არსებობს ბრძანება/განკარგულება/გადაწყვეტილება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მხრიდან ანგარიშთან დაკავშირებული მონაცემების შენარჩუნება/შენახვაზე.

თუ თქვენი მონაცემების წაშლას ვერ განვახორციელებთ რაიმე სახის მიზეზით, იგი შენარჩუნებული იქნება ჩვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკის (კონფიდენციალობის პოლიტიკის) შესაბამისად.

ინტელექტუალური საკუთრება

 მომხმარებელმა არ უნდა განახორციელოს ისეთი ქმედება, რაც ხელყოფს პლატფორმის ან ნებისმიერი მესამე მხარის მფლობელობაში არსებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს. პლატფორმაზე/ვებგვერდზე მითითებული ნებისმიერი ინფორმაციის/შინაარსის, მათ შორის ლოგო, პიქტოგრამა, გრაფიკა, სურათი, გამოსახულება, პატენტი, მომსახურების/სასაქონლო ნიშნები, დიზაინი, განცხადების/პროდუქტის(საქონლის)/სერვისის კონტენტი/აღწერა, კომპანიის მიერ შექმნილი ვიზუალური მედია, ვებგვერდის/პლატფორმის დიზაინის, პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრების, ძირითად პროგრამული კოდების, პროგრამული უზრუნველყოფისა და სხვა ინტელექტუალური საკუთრების (რეგისტრირებული, ან არარეგისტრირებული) უნებართვო გამოყენება, დამუშავება ან/და გამოქვეყნება (მათ შორის სოციალურ მედიაში)  კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. კომპანიის თანხმობა არ არის საჭირო, თუ წინამდებარე მონაცემების გამოყენება ხორციელდება არაკომერციული, პირადი მიზნებისთვის და იმ შემთხვევებში, როცა წინასწარ თანხმობას არ ითვალიწინებს საქართველოს კანონმდებლობა, ან შესაბამისი საერთაშორისო რეგულაცია.

 აკრძალული ქმედებები და მისი შედეგები

პლატფორმებზე მკაცრად აკრძალულია შემდეგი ტრანზაქციის/ქმედების განხორციელება:

 მარკეტინგული აქტივობებში ჩართვის/მონაწილეობის პირობების დარღვევა.

ვებგვერდის წესების დარღვევით სხვადასხვა ქმედებების/ტრანზაქციების განხორციელება.

 აკრძალულია ოპერაცია/ტრანზაქცია/ქმედება, რომელიც არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოქმედ მოთხოვნებს ან მესამე პირების უფლებებს.

 აკრძალული ქმედებების შედეგები და კომპანიის უფლებები

 ჩვენ შესაძლოა ამ თავში მითითებული აკრძალული ქმედებები შევცვალოთ საჭიროებისამებრ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ განახორციელებთ, ან შეეცდებით განახორციელოთ ამ თავში მითითებული ამკრძალავი ოპერაცია/ქმედება ან საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული ნებისმიერი სხვა ქმედება, ჩვენ უფლება გვაქვს: შევწყვიტოთ ან შევაჩეროთ თქვენ მიერ განხორციელებული ოპერაცია/ტრანზაქცია/ქმედება ან/და ვაცნობოთ სამართალდამცავ ორგანოებს განხორციელებული ოპერაციის შესახებ; ან/და შევწყვიტოთ წინამდებარე ხელშეკრულება და ჩვენსა და თქვენს შორის არსებული დამატებითი შეთანხმება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და; დავბლოკოთ/წაშალოთ პლატფორმაზე არსებული თქვენი ანგარიში (პროფილი) ან/და მოგთხოვოთ თქვენი ქმედებით დამდგარი ზიანის ანაზღაურება ან წესების დარღვევით მიღებული სარგებლის ჩვენთვის დაბრუნება.

 პლატფორმის პასუხისმგებლობის შეზღუდვა

 ჩვენ გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ პლატფორმა იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი ან/და ყოველთვის იმუშავებს შეფერხების გარეშე, თუმცა, პასუხს ვაგებთ პლატფორმის გაუმართაობით გამოწვეული ზიანისათვის, რომლითაც დაირღვა „მომხმარებლის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თქვენი უფლებები.

  მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი

 წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში წერილობით მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე info@coffeeco.ge. პრეტენზიის მიღებიდან არაუმეტეს 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის ვადაში ჩვენ განვიხილავთ მას და დაგიბრუნდებით უკუკავშირით.

 ნებისმიერი დავა გადაწყდება მოლაპარაკების გზით. იმ შემთხვევაში თუ მოლაპარაკება იქნება წარუმატებელი, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ მიმართოთ სსიპ – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (დავის შინაარსის გათვალისწინებით) ან პირდაპირ სასამართლოს.

 კონფიდენციალობის პოლიტიკა

  თაღლითობის/საეჭვო შემთხვევის დაფიქსირების წესი

 კომპანიის პლატფორმაზე უჩვეულო ან საეჭვო ტრანზაქციების დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ კომპანიის კლიენტთა მომსახურების ცენტრს ან მიმართოთ კომპანიას ელექტრონული შეტყობინების გზით საკონტაქტო ინფორმაციის თავში მითითებულ საკომუნიკაციო არხებზე.

თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ თქვენს პირად ანგარიშზე შესასვლელი ინფორმაცია, პაროლი ან უსაფრთხოების სხვა წვდომის კოდ(ებ)ი ან საშუალებები იქნა მოპარული, დაკარგული, უკანონოდ მითვისებული, უნებართვოდ გამოყენებული ან სხვაგვარად მითვისებული, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით კომპანიის კლიენტთა მომსახურების ცენტრს. ამასთანავე, თქვენ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოთ თქვენი წვდომის კოდ(ებ)ის შეცვლა და ახლით ჩანაცვლება. აღნიშნულის შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაძლოა საფრთხეს შეექმნას თქვენი პირადი ანგარიშის (პროფილის)  უსაფრთხოებას.

 ცვლილებების შეტანა

ჩვენ უფლებამოსნი ვართ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერ დროს ცალმხრივად შევიტანოთ ცვლილებები წესებში და პირობებში, რომლის შესახებ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს ეცნობება ელექტრონული ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინების ფორმით ან მომხმარებლის პროფილში სავალდებულოდ წასაკითხი შეტყობინების ფორმით ან ვებ-გვერდზე განთავსებული პოპაპით.

Close
Sign in
Close
Cart (0)

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის. თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.