Coffeeco.ge -ს დაბრუნების პოლიტიკა
საკონტაქტო ინფორმაცია
დასახელება: შპს კოფიკო.ჯი (შემდგომში ჩვენ, ჩვენი, კომპანია,)
საიდენტიფიკაციო კოდი: 400362512
მისამართი: ქ. თბილისი, გლდანის 8-ე მრ.
კომპანიის საერთო ელ-ფოსტა: info@coffeeco.ge
უპირობოდ დაბრუნების პოლიტიკა
თქვენ უფლება გაქვთ ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე უარი თქვათ დისტანციურ ან სარეწს გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე და უკან დააბრუნოთ შეძენილი საქონელი მათი ჩაბარებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, თქვენ კარგავთ უპირობოდ დაბრუნების უფლებას.
საქონელის/პროდუქტის დაბრუნების ინიცირებისთვის აუცილებელია შეავსოთ დაბრუნების ფორმა, რომელიც განთავსებულია შეკვეთის ისტორიის გვერდზე. ინიცირებისთვის დააჭირეთ დაბრუნების ღილაკს და მიყევით ინსტრუქციას.
დაბრუნების ინიცირების შემდეგ ჩვენ დაგიკავშირდებით ნივთის ტრანსპორტირების თაობაზე. საქონლის კომპანიის ლოჯისტიკურ ცენტრში ტრანსპორტირებას უსასყიდლოდ მოვახდენთ ჩვენ, ჩვენი საკურიერო სერვისის საშუალებით თბილისში 1-3 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო რეგიონებში 5 სამუშაო დღის ვადაში.
თუ თქვენ თავად გსურთ დააბრუნოთ საქონელი, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნის (დაბრუნების ფორმის) შემდეგ საქონლის კომპანიის ლოჯისტიკურ ცენტრში დაბრუნება უნდა მოხდეს არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში; ამ შემთხვევაში, ჩვენს ლოჯისტიკურ ცენტრში, საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული (უშუალო) ხარჯი გეკისრებათ თქვენ. დაბრუნება შესაძლებელია ჩვენს ლოჯისტიკურ ცენტრში სამუშაო დღეებში (ორშაბათი-პარასკევი) და 10:00-18:00 საათებში შემდეგ მისამართზე: თბილისის სართაშორისო აეროპორტი
საქონლის დაბრუნებისას ან სერვის-ცენტრში მიტანის დროს აუცილებელია საქონელს თან ახლდეს თქვენთვის საქონლის ჩაბარების დროს კურიერის/მოვაჭრის მიერ გადმოცემული/თანდართული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი.
გამყიდველი (მოვაჭრე) ვალდებულია ნივთის უკან დაბრუნების შეტყობინების მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, უკან დაუბრუნოს მომხმარებელს მის მიერ გადახდილი თანხა. მოვაჭრეს უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება.
თანხის ანაზღაურება მოხდება გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს.
მომხმარებლის მიერ დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმა ავტომატურად იწვევს დაკავშირებული ხელშეკრულებიდან მის გასვლას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.
დაბრუნების უფლების/ინიცირების შეზღუდვა
მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე და დააბრუნოს საქონელი/პროდუქტი:
ა) მოვაჭრემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება სრულად გასწია, მან მომსახურების გაწევა მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო და მომხმარებელმა იცოდა, რომ მომსახურების სრულად მიღების შემთხვევაში დაკარგავდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას;
ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ მიწოდებული საქონლის ან მომსახურების ფასი დამოკიდებულია ფინანსურ ბაზარზე არსებულ ცვლილებაზე, რომელსაც მოვაჭრე ვერ აკონტროლებს და რომელიც ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების განხორციელებისთვის ამ კანონით დადგენილ ვადაში წარმოიშვა;
გ) საქონელი ან მომსახურება მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული/შესრულებული;
დ) მიწოდებული საქონელი მალფუჭებადია ან მას მოკლე ვარგისობის ვადა აქვს;
ე)მომხმარებელს მიეწოდა ჰერმეტულად დაცული საქონელი, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და, ამდენად, საქონლის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო;
ვ) მიწოდებული საქონელი მიწოდების დროს, მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა საქონელს;
ზ) მომხმარებელს ციფრული შინაარსი მიეწოდა არამყარი მატარებლით და ხელშეკრულების შესრულება მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო.
თ) 30 ლარამდე ღირებულების საქონელი
ი) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.